არაფერი შეცვლილა, ჩვენ როგორიც ვიყავით, ისეთი ვართ, ნინო ბურჯანაძე როგორიც არის, იმის სწამს, ჩვენ მხოლოდ სამართლიანი პროპორციული არჩევნების მოთხოვნის მიზნით გავერთიანდით ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავა ამ კომენტარით „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.
„არაფერი შეცვლილა, ჩვენ როგორიც ვიყავით, ისეთი ვართ, ქალბატონი ნინო როგორიც არის, იმის სჯერა, იმის სწამს. ჩვენ გავერთიანდით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი მიზეზით – ეს არის სამართლიანი პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. იქნება ჩვენთვის მიუღებელი, მეტ ნაკლებად მისაღები, თუ მისაღები პოლიტიკური პარტია, მთავარი არის ის, რომ ყველას გვჭირდება სწორი, თანაბარი და თავისუფალი სამართლიანი საარჩევნო გარემო“ ,- აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა.