თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტმა აღაშფოთა. ამის გამო, პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი ოპოზიციის დროებით გაერთიანებას ემიჯნება. ამის მიზეზი თაკო ჩარკვიანის თქმით, „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის რუსეთში ვიზიტზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი.
„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურში „2020NEWS“- ს დღეს განუცხადეს, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩუმად არ წასულა და ოპოზიციის დანარჩენმა ლიდერებს ამ ვიზიტის შესახებ იცოდნენ.
„ვრჩები ქუჩის აქციების მომხრედ, პიკეტირების მომხრედ, ვარ “ გაერთიანებული ოპოზიციის “ წევრი “ძალა ერთობაშია” და ვრჩები ამ გაერთიანებაში ,პარტია “ კანონი და სამართლით”, რაც შეეხება კონკრეტულად, ამ პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებას (ბ. ნი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მხოლოდ პროპორციულის თემაზე, რისთვისაც მადლობა ბ. ნ შალვას) ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია “კანონი და სამართალი”, რადგან ამ ვითარებაში, “ ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ” უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული, პირველად შევიტყვეთ რამდენიმე ადამიანმა. ვიმეორებ, ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი, ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს რუსულ ვექტორს “ სირბილი” დავუშალო მოსკოვში პუტინთან, მაგრამ ამ უმძიმეს ვითარებაში, ვფიქრობ ტალახი ყველას , მთელს ქვეყანას ესხმება! პროპორციული გასაგებია, მაგრამ სულ მთლად ნუ დავაბნევთ უცხოელ -ევროპელ პარტნიორებს! - ბრძოლა უზურპატორის წინააღმდეგ გრძელდება- პუტინი კაბაში მეყოლება , თუ შარვალში ამ ქვეყანაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია სამშობლო და სახელმწიფო ერთად გვქონდეს“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
„ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩუმად არ წასულა. ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებმა იცოდნენ. შეხვედრა ორი თვის წინ იყო დაგეგმილი და ნინო ბურჯანაძემ არ გადადო“, - უთხრეს „ 2020NEWS“- ს ბურჯანაძის პარტიის პრესამსახურში. კითხვას, შეხვდება თუ არა ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, პრესსამსახურში არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ რუსეთში ვიზიტის დეტალებზე ნინო ბურჯანაძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს
აი, თქვენ კი გაგიდოთ არმაგედონის ზანგმა წაღმა-უკუღმა, მეტის ღირსი მაინც არ ხართ!