მიხეილ სააკაშვილის მორიგი მოწოდება : “შეტევა, შეტევა მთელი ფრონტით…!”

მიხეილ სააკაშვილის მორიგი მოწოდება : “შეტევა, შეტევა მთელი ფრონტით…!”

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს შეტევისკენ მოუწოდებს, თუმცა, დასძენს, რომ ეს მშვიდად უნდა მოხდეს. ამასთან, ის ყველაფერში კვლავ ბიძინა ივანიშვილს სდებს ბრალს.

„ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ორი მხარე და არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. არსებობს ქართველი ხალხი რომელსაც უნდა უკეთესად ცხოვრება, არ უნდა რომ ვიღაცა ქვეყნიდან აგდებდეს.

რომელსაც უნდა რომ ქონდეს ნორმალური პენსია და ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში, რომელსაც უნდა ნორმალური დასაქმება. მეორეს მხრივ არის ბოლომდე გაკოტრებული და შეშინებული ივანიშვილი, რომელსაც აღარაფერი აღარ შველის, არც მილიარდები და არც ხელისუფლება.

ჩვენ ახლა როგორც არასდროს გვჭირდება სიმშვიდე მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები. ჩვენ ვართ ამაყი ერის ამაყი შვილები“

Maverick მიხუი, შე დედააფეთქებულო, შენ რომ ეგდე პრეზიდენტად იმ დროს საქართველოში ქართველი ხალხი არ ცხოვრობდა და არ სურდა უკეთესი ცხოვრება, არ უნდოდა რომ ქვეყნიდან გაგეგდო, არ ჭირდებოდა ნორმალური პენსია, ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში, ნორმალური დასაქმება?!
თუ შენ რომ გაaჯvი საქართველოდან მერე ჩამოსახლდნენ ქართველები საქართველოში და ახლა მოუნდათ ყველაფერი ერთად?!
მიხუილო, ვერ აბობღდები, ვერა, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ! აპრუწუწუუუნ, შე მსოფლიო მასხარავ!
5 წლის უკან