გომელაური: ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ

გომელაური: ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის "სასამართლოს" გადაწყვეტილებით, უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.

გომელაურის თქმით, სიტუაციას ამარტივებს ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესია, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ექიმის დაკავება მიღებული არ არის.

"ეს ადამიანი არის ექიმი და არა, მაგალითად - მებრძოლი, ყოფილი ძალოვანი სისტემის წარმომადგენელი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებდა. ვფიქრობ, ამ ადამიანს გამოუშვებენ, ისინი თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებული ვარ. ექიმის დაკავება, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს - ომშიც კი არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ, რომ გამოუშვებენ და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სოციალისტი ჯორჯ ბერნარდ შოუ — ირლანდიელი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი და რომანისტი, ნობელის პრემიის 1925 წლის ლაურეატი ლიტერატურის დარგში:
1931 წელს, საბჭოთა კავშირის მონახულებისა და სტალინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა: „მე ვტოვებ იმედის სახელმწიფოს და ვბრუნდები ჩვენს დასავლეთის ქვეყნებში — ქვეყნებში უიმედობისა და სასოწარკვეთის“; „ჩემთვის, მოხუცებული ადამიანისთვის, დიდი ნუგეშია იმის ცოდნა, რომ მსოფლიო ცივილიზაციას დაღუპვა აღარ ემუქრება... აქ, რუსეთში ყოფნისას, დავრწმუნდი, რომ ახალ კომუნისტურ სისტემას ძალა შესწევს კაცობრიობა გამოიყვანოს თანამედროვე კრიზისიდან და იხსნას იგი სრული ანარქიისა და განადგურებისგან“ — ასე ემშვიდობებოდა გამოჩენილი დრამატურგი საბჭოთა ქვეყანას. მომდევნო დღეს, ბერლინში ჩასვლისთანავე, ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან თქვა: „სტალინი — მეტად სასიამოვნო ადამიანი და მუშათა კლასის ნამდვილი წინამძღოლია“, „სტალინი — გიგანტია, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები მასთან შედარებით პიგმეები არიან“. 1941 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან (1939 წლის სექტემბერი) თითქმის ორ წელიწადში ფაშისტური გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ იგი იტყვის: „...ახლა, როცა სტალინი ჩვენს მხარესაა, ჩვენ ომს აუცილებლად მოვიგებთ“.
5 წლის უკან
სოციალისტი ჰენრი კისინჯერი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973–1977 წლებში. ნობელის პრემიის 1973 წლის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში:
„სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და სწორედ იმ ურყევი რწმენით, რომ იგი იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ეროვნულ ინტერესებს. ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადი ინტერესების ტვირთით.

სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სიმტკიცე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი მეოცე საუკუნის ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ საფრანგეთი XVII საუკუნეში“.
5 წლის უკან