„ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს „კოკა-კოლას“ ბოთლი და ცოცხი ესროლეს (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს „კოკა-კოლას“ ბოთლი და ცოცხი ესროლეს (ვიდეო)

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს „კოკა-კოლას“ ბოთლი და ცოცხი ესროლეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზაალ უდუმაშვილი, პირდაპირ ეთერში კომენტარს აკეთებდა.

„რაღაც მძიმე მოხვდა, მაგრამ ეს არაფერია. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, თუ როგორ ცდილობენ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ. ამ ათოდე დაგეშილი ადამიანის წყალობით ცდილობენ ამას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სამართალდამცველების თქმით, პირი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია.