მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელობას მოვუწოდებ, მეტიც, დავალებად მიიღონ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რაც არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც საპროტესტო აქციებსა და მომხდარ დაპირისპირებებს გამოეხმაურა.

„აღარავინ ვიკადროთ, რომ საზოგადოებას თავს ასეთი ტყუილები მოვახვიოთ. იქ პოლიციისთვის არავის შეუგინებია. ზოგადად, გინება და ძალადობა ძალიან ცუდია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს გულწრფელად სჯეროდეთ, რასაც აკეთებენ, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე ტყუიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ და მათ იმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ დაპირისპირების ფონი შექმნან. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ცუდია, ახალგაზრდულ ორგანიზაციას ამ დავალებას იმიტომ ვაძლევთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ საშუალება, რომ მათ სცენარში აამოქმედონ ახალგაზრდები“, – განაცხადა მდინარაძემ.