„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან - ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.
„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბურჯანაძეს რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ბურჯანაძის რუსეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” მისმა თანაგუნდელმა, გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურა. თუმცა მისი თქმით, კონკრეტული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელდება.
შეხვდება თუ არა ნინო ბურჯანაძე ვლადიმერ პუტინს, ამ კითხვაზე ახვლედიანი პასუხობს, რომ ამ დონის შეხვედრას მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება.