“საზოგადოება ამბობს, რომ პარლამენტი უნდა იყოს ჩვენი ნების ადეკკვატურად გამომხატველი ორგანო. ასეთ ფონზე, მმართველი პოლიტიკურ ძალა მსჯელობას იმ საკითხზე, რომელიც მისთვის პოლიტიკურად უფრო მომგებიანია“, - აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს.
მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანა საარჩევნო კოდექსის ცვლილება უნდა იყოს. ამასთან, როგორც ალაფიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო ინიციატივა “ქართულმა ოცნებამ“ უნდა განიხილოს.
“თუკი ჩვენ გვინდა დემოკრატიის განვითარება, ყველა ადამიანის საერთო ნება უნდა იყოს საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი. დღევანდელი დღის წესრგი საარჩევნო კოდექსის ცვლილება უნდა იყოს. თუმცა ვერ გეტყვით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად არის მზაობა ხელისუფლებაში“,- განაცხადა ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით, საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა.