ვახტანგ გომელაური: ვცდილობთ, წყალი გავათბოთ და თბილი წყალი გამოვიყენოთ

ვახტანგ გომელაური: ვცდილობთ, წყალი გავათბოთ და თბილი წყალი გამოვიყენოთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავდნენ.

მოგვიანებით, იქ „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 5 მონაწილე.