მანჩო გიორგობიანი:

მანჩო გიორგობიანი: "მახსოვს, ღარიბაშვილმა როგორ გადაარჩინა სააკაშვილი ათასობით ადამიანი რომ მოუვარდა"

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანის თქმით, “ნაციონალურ მოძრობას” საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს, რადგან მათი ერთადერთი მიზანია ნებისმიერი გზით მოხვდნენ ხელისუფლებაში. მან გაიხსენა მიხეილ სააკაშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

“მე პირადად მახსოვს, ღარიბაშვილმა როგორ გადაარჩინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შედიოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც მიუცვივდა ათასობით ადამიანი და გადაკეტეს ბიბლიოთეკა. სწორედ ღარიბაშვილმა განმუხტა იქ სიტუაცია, თორემ საშინელება დატრიალდებოდა.

“ნაციონალური მოძრაობა” ანტისაოკუპაციო რეჟიმზე რომ ლაპარაკობს, მეცინება. სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც რუსებს ჩააბარეს ტერიტორიები, ყველა სტრატეგიული ობიექტი, კონსტიტუცია შეცვალეს, მთელი ენერგეტიკა რუსეთს ჩააბარეს და გაზსადენსაც აძლევდნენ, ამერიკელებს რომ ისტერიკა არ დამართნოდათ” – განაცხადა გიორგობიანმა დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში.