ეს ნაც-მედიური ტელევიზიები ყველაფერს გააკეთებენ, რომ "ნაპერწკლიდან" დიდი ხანძარის სურათი მოგვაჩვენონ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
ნაცების ტაქტიკა გასაგებია: ეს ე.წ. წერტილოვანი აქციები, ძველი "კმარას" იმავე ხულიგნური მეთოდებით; ეს "კმარა" ახლა ცდილობს მოგვაჩვენოს, თითქოს სამთავიანი დევია(აქაოდა, ერთს მოჭრი - რამდენიმე თავი ამოვაო) - სინამდვილეში, სხვადასხვა სახელს ამოფარებული ფსევდო "ახალგაზრდული ორგანიზაციების" უკან, ბუნებრივია, ნაცები დგანან და ისინი ამ რეზინის გასაბერ ცრუ-დევს მარიონეტივით ათამაშებენ;
მიზანი იგივეა, რაც "ვარდების რევოლუციის" დროს იყო: ვითარების მაქსიმალური დაძაბვა, ხელისუფლების პროვოცირება და სწორედ ის, რაც გუშინ მოხდა "ოცნების "ოფისთან: მწვავე დაპირისპირების ინსპირირება ორი პოლიტიკური ბანაკის მხარდამჭერებს შორის, რისი ონ- ლაინ ტირაჟირება ხდება ტელევიზიებით და ცხადია, ეს ნაც-მედიური ტელევიზიები ყველაფერს გააკეთებენ, რომ "ნაპერწკლიდან" დიდი ხანძარის სურათი მოგვაჩვენონ.
ბუნებრივია, მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას ნაცები ვერასგზით შეძლებენ, მაგრამ ამ წერტილოვანი აქციებით, მცირე და საშუალო ინციდენტების, აურზაურისა და აყალმაყალის, "სამოქალაქო ცემა-ტყეპის" პროვოცირებით, რაც მძაფრსიუჟეტიანი ტელე-ტრილერის სახით ონ-ლაინ რეჟიმში, საერთო რეჟისურით იდგმება, შექმნიან "აპოკალიპტურ" სურათს, რამაც უნდა ჯერ მორალურად, მერე კი ლეგიტიმურობის დევალვაციით, ფიზიკურადაც ჩამოშალოს ხელისუფლება.
სწორედ ეს გახლავთ "ჰიბრიდული სამოქალაქო ომის" ტაქტიკა.
ხელისუფლების ვალია: არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეს "ნაც-კმარელებს" ამგვარ ბინძურ თამაშში და არც ერთი ე.წ. წერტილოვანი აქციის მსვლელობისას არ დაუშვას ძალადობის ესკალაცია, ყოველი ასეთი მცდელობა ძიშივე დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს!
ცხადია, ქუჩებში ვითარება სრულ კონტროლს დღესაც ექვემდებარება და რაიმე მასობრივი არეულობის არავითარი საფრთხე არ არის. მაგრამ სურათის შექმნა ასეთი მცირე ინცინდენტების ტელევიზიებში გაუთავებელი ტირაჟირებითა და პროპაგანდით, მაინც შესაძლებელია! ამიტომ ძალადობის ტირაჟირების საფუძველი და საშუალებაც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და ასეთი რამ, რაც გუშინ მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს!
გარდა ამისა, მოსახლეობას დამაჯერებლად და არგუმენტირებულად, უნდა მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია ნაცების "ჰიბრიდული სამოქალაქო ომის" ტაქტიკის და მისი წარმოების შესახებ, ასევე, იმის შესახებაც, რომ სახელმწიფო ფლობს საკმარის საშუალებებს და რესურსებს, რატა ეს "ჰიბრიდული ომი" საწყის სტადიაშივე, მის გაღვივებამდე აღკვეთოს!
მოსახლეობაში არ უნდა შეირყეს რწმენა, რომ დღეს ვერავინ შეძლებს სამოქალაქო მშვიდობის ხელყოფას, ახლა არ არის არც 1991 და არც 2003 წელი!