ლავროვმა და ალიევმა ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს

ლავროვმა და ალიევმა ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

ცნობისთვის, მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა 1988-1994 წლების ომის შემდეგ გამოაცხადა. კონფლიქტს ემსხვერპლა 30 ათასი ადამიანი, იძულებით გადაადგილებულია ასეულ ათასობით ადამიანი. რეგიონს სომხური ძალები აკონტროლებენ. აზერბაიჯანი თვლის, რომ მათ რუსეთი ეხმარება. რეგიონის დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს უცვნია. კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულია ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელში შედიან რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.  აღსანიშნავია, მინსკის ჯგუფის ეგიდით მარტში ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.