ოკუპირებულ აფხაზეთის პარლამენტმა თანამდებობებიდან გადააყენა გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე ესშოუ კაკალია. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, “სახალხო კრებას“, გენერლური პროკურორისა და მისი მოადგილის გათავისუფლების მოთხოვნით, 2 დეკემბბერს მიმართა. მათი გათავისუფლების მიზეზად დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა სოხუმში, დაახლოებით ორი კვირის წინ მომხდარი მკვლელობა დაასახლა.
იგივე მიზეზით, რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრიც დაითხოვა პოსტიდან.
შეგახსენებთ, 22 ნოემბერს, სოხუმის ცენტრში მდებარე რესტორან „სან რემოში“ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის, რესტორნის თანამშრომელი გოგონა დომენიკა აკირტავა.