კარლ ჰარცელი:  ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია - დაძაბულობის განსამუხტად დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია

კარლ ჰარცელი:  ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია - დაძაბულობის განსამუხტად დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია

დაძაბულობის განსამუხტად ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი. დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალადობა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს ხელს უწყობს და მნიშვნელოვანია, რომ აზრების გაცვლა მოხდა.

„ევროკავშირი სხვებთან ერთად დიალოგის ხელშეწყობას და ფასილიტაციას ახორციელებდა. რაც მთავარია, მოხდა აზრების გაცვლა. დიალოგის პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ველოდებით, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. დაძაბულობის განსამუხტად ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი. დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალადობა. დიალოგის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია აღვუდგეთ ძალადობას და ეს საკითხი მოგვარდეს",-განაცხადა კარლ ჰარცელმა.