გიგი უგულავა: კარგი სანახავი იქნება უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს

გიგი უგულავა: კარგი სანახავი იქნება უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს

ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი", რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს, - ამის შესახებ „ევროპული-საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იგი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა.

„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ და ეს პირანიები, უმრავლესობა პირანიებად არის ჩამოყალიბებული, ალბათ დაძიძგნიან და მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. მე ველოდებოდი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, რამდენად გაქაჩავდა პატიმრობას, ამაზე იყო საქმე. სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. ახლა ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი", რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

სოციალისტი ბატონო გიგი, ერთი თქვენს ტავზე მოგვიყევით, უმწიკვლოდ გაქვთ ცხოვრება გატარებული, ის სასჯელი უსამართოდ მოიხადეთ, ილაპარაკეთ საკუთარ თავზე! საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს თქვენს მიმართ! მერე გადავწყვიტავთ რომელი ბრძადებით "პატიოსანი გვამი" თუ პატიოსანი კაცი???!
5 წლის უკან