„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიმართულია იქითკენ, რომ ნიკა მელია პარლამენტიდან გაუშვან.
“2020NEWS” - თან საუბარში რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენი ფაქტობრივად ნიკა მელიას გამართლებაა.
„სასამართლოს ეს განაჩენი არის ნიკა მელიას გამართლება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სხვა შედეგი მოსდევს. ვინაიდან ნიკა მელია დააჯარიმეს, ეს არის განაჩენი. მისთვის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა კი ფაქტობრივად ეს არის ნიკა მელიასთვის საპარლამენტო აქტიურობის შეზღუდვა. საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და ვერ მოხდება მისი აღსრულება, სანამ სამართლებრივი პროცედურები არ დასრულდება. ეს პირდაპირ მიმართულია იქითკენ, რომ ნიკა მელია გაუშვან პარლამენტიდან. ეს გადაწყვეტილება შეეძლოთ მიეღოთ ნახევარი წლის შემდეგ ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ, მაგრამ ეს უკვე მელიას პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვისკენ არის მიმართული. საპარლამენტო იმუნიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია დეპუტატისათვის მით უფრო ისეთი პოლიტიკოსთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს ბრძოლა არაფორმალურ მმართველობასთან, მაგრამ 25 000 ლარიანი ჯარიმის გამო, თუ პარლამენტი მელიას საპარლამენტო საქმიანობას შეუზღუდავს, ეს იქნება იმაზე სამარცხვინო, ვიდრე იმუნიტეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. პარლამენტი დღეს ჩამოშლილია, როგორ დააჭერენ ღილაკს ხელს და როგორი იქნება მათი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება, ამას დრო გვაჩვენებს. დიადი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ იმ პარლამენტარებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ. ბედნიერები არიან ის პარლამენტარები“, - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.