საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყანა დატოვა.
"დღეს მე ამას ვაფასებ დიდ შეცდომად, რომ მე ჩემი ქვეყანა დავტოვე. რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვა ქვეყნებში, (სხვათა შორის მე საკმაოდ წარმატებული ვარ ბოლო წლებში) ალბათ, საკუთარი ქვეყნის დატოვება არის ყველაზე უარესი გამოსავალი", - განაცხადა სააკაშვილმა.