საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერით ქუთაისში გამართული ნაცმოძრაობის საწინააღმდეგო აქციას შეაფასა და მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„მე ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ნამდვილმა მშრომელმა, კარგმა ხალმა მომიწოდა დღეს ქუთაისში. იყო მასობრივი გამოსვლა ხალხის, კარგი პურის მჭამელების, კარგი დამრტყმელების, კარგი, ჯიგარი წამლის გამრჭობების, კარგი ბიუჯეტის ქურდების, კარგი წარსულის მუმიების გამოსვლა. ამ წარსულის მუმიების თხოვნით, მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე. დღეიდან მიშა სააკაშვილი გადამდგარია. გადავდექი, გადავდექი, მორჩა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.