“მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ოჯახმა საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნიკა გვარამიან გადაცემის “მთავარი აქცენტები” მონოლოგში განაცხადა.
“დიდხანს ვისაუბრეთ და შევჯერდით, ზუსტად ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გამომეცხადებინა ჩვენ წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ, მე, მამამ, ეკამ , ზვიადმა და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ახალი, ევროპული, წარმატებული, ქვეყანა, მეც მათ შორის, მაგრამ ჯერ მიშამ და სხვებმა,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემის მონოლოგში.
ცნობისთვის, დღეს მთავარი არხის დამფუძნებელმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მთავარ აქცენტებში” ქვეყნის დატოვების შესახებ გააკეთებდა განცხადებას.