ამ კვირაში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების საკითხის კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტზე, ისევ სპეცდანიშნულების რაზმები უნდა მოიყვანონ, ან ღამე გაათენონ პარლამენტში კომიტეტის წევრებმა, თორემ ისე, კომფორტულად, ამას ვერ იზამენ,-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მედიას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, პიკეტირება გაგრძელდება და "ბევრი სამიზნე ჰყავთ".
"ჩვენი პოლიტიკური სამიზნეების პიკეტირებები გაგრძელდება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ამ კვირაში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების საკითხის კენჭისყრას იურდიულ კომიტეტზე, თუ არ ვცდები ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან პარასკევს. ყველა ვარიანტში, ისევ სპეცდანიშნულების რაზმები უნდა მოიყვანონ, ან აღამე გაათენონ პარლამენტში კომიტეტის წევრებმა, თორემ ისე, კომფორტულად, ამას ვერ იზამენ. გადავწყვიტეთ, რომ რეგიონებში იქნება ყველგან აქციები, რომელიც დაგვირგვინდება ბოლოს თბილისში დიდი აქციით. პირველი აქვია პარასკევს ქუთაისში იქნება. ამ ქალაქში განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ ამ სამარცხვინო ხალხმა, თავისი პატარა გარემოცვის, კრიმინალებით, ვინც ჰყავთ შეფარებული ააიპ-ის თანამშრომლების სახით, სცადეს დამატებითი ძალადობა, მაგრამ ამის გარეშეც ასე იქნებოდა",-განაცხადა ბოკერიამ.
თქვენს უნამუსო ქმედებებეს რომ "აპრავებდნენ" და თქვენს უკანონო დაკვეთებს რომ ასრულებდნენ, მაშინ ხომ იყვნენ სასახელოები?!