შალვა შავგულიძე:

 შალვა შავგულიძე: "ხელისუფლებას ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს"

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის შალვა შავგულიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკურ კრიზისს ვერ უმკლავდება და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

აღნიშნულის მაგალითად შავგულიძემ ქუთაისში მომხდარი დაპაირისპირება მოიყვანა.

"ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ეკიდება ქვეყანაში მისივე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას, ახდენს ესკალაციას და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ამის ნათელი მაგალითია ქუთაისში მომხდარი ინციდენტი. ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვიმსჯელებთ, თუ როგორ გაგრძელდება საპროტესტო აქციები," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

სოციალისტი თავში გიჭირთ, თავში სიმწირე გჭირთ! იცი რისგან? - საკუთარი ბოროტებისაგან!
5 წლის უკან
თამაზი ეჰ შალვა, შალვა, რა გინდოდა ნაცებში, თავი რად გაინაბძე?
5 წლის უკან
tngh ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ თქვენ და იმატთ მიგყავთ, რომლებიც ცდილობთ ძალადობრივი აქციებით მიაღებინოთ პარლამენტს პროპორციული საარჩევნო სისტემა... საბედნიეროსდ, საზოგადოება სწორ ანალიზს აკეთებს და ბევრი პოლიტიკოსი თამაშგარე დარჩება სამუდამოდ...
5 წლის უკან