"ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო!" აყვირდება შალვა და უნისონში აყვებიან სხვები“

ფეისბუქ-მომხმარებელი გუჯა ალექსანდროვიჩი სოციალურ ქსელში წერს:

das ist zehr shlecht!!!

"გერმანულ მოდელზედ" მინდა ორიოდ სიტყვით... მოკლედ რომ ვთქვა ; ეს ახალი "წაუგებელი თამაშია" ნაცოპოზიციისთვის და ახალი "რევოლუციური სცენარი".

რატომ? მკითხველს შევახსენებ, რომ ქალბატონი პრეზიდენტის არჩევნებისას, ნაცოპოზიციამ რეგისტრაციაში გაატარა რამოდენიმე ყალბი(!) პრეზიდენტობის კანდიდატი(მათ შორის მაშინდელი პრემიერის ხელმოწერილი მხარდამჭერთა სიით)...ამას დაარქვა "საარჩევნო ტაქტიკა", "მოხსნა ფული" სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანდიდატთა "წარმომადგენლებისთვის" და ხმა არავის ამოუღია იმისათვის , რომ მაჭუტაძეს, ბაჩუკის და სხვებს სახელმწიფო დონისა და მასშტაბის აფიორაში ბრალი დაედოთ!

"ტაქტიკა იყო ასეთი"!!!

(თქვეს თავად და "დავუჯერეთ")

ამ "პატივცემულმა პერსონებმა" იგივე გაიმეორეს, მაგალითად მარნეულში, მერის შუალედური არჩევნებისას-სადაც ასევე დაარეგისტრირეს ისევ ყალბი(!) კანდიდატები და ისე, რომ ბევრ მათგანს მარნეულის რუკაზე მოძებნაც გაუჭირდებოდა-არამცთუ ხმების მიღება).

ახლა გადმოვერთოთ 2020 არჩევნებისთვის იგივე "ტაქტიკა" რომ შემოგვთავაზონ?! რანაირად? ნაცები;

დაწერენ პროპორციულ სიას, სადაც 15-20 კანდიდატი( რომლებზეც აქცენტი კეთდება) იქნებიან სიის სათავეში, ხოლო მაჟორიტარობის ოდნავი შანსის მქონე პერსონები კენჭს იყრიან ტაკოს, ბაჩუკის, მაჭუტაძის....პარტიებიდან მოტივით:(გავა? გავა...და "ნამდვილ სიას" ხელს არ შეუშლის.(ტაქტიკაა! ძმებო)

ევრონაცები: დაწერენ პროპორციული სიის ათეულს, ხოლო მაჟორიტარებად მოგვევლინებიან ალასანიას პარტიის კანდიდატებად(გავა? გავა და ისევ "ნამდვილ სიას" ხელს არ შეუშლის!(ტაქტიკაა ძმებო!) ამის რესურსი უსუფას და ლელოსაც აქვთ იგივე სქემით და კიდევ ალბათ 1-2 დაჯგუფებას, რომელიც დაჯგუფდება საარჩევნოდ(შალიკოს გარდა!)

ხოლო.... თუ იგივეს იზამს "ოცნება" და თავის მაჟორიტარებს გადაანაწილებს ვთქვათ კონსერვატორებში, მწვანეებში, სოცდეკებში, მრეწველებში.... ეს "აღარ იქნება ტაქტიკა"!!!

იმიტომ რომ "ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო!" აყვირდება შალვა და უნისონში აყვებიან სხვები, იმიტომ რომ მაგათ ყავთ იუპიტერი უკრაინაში, რომელსაც ყველაფერი ის ეპატიება, რაც არ ეპატიება არცერთ ხარს...

ნაცებო, თქვენი ჭეშმარიტი პატრონის ენაზე ვიტყვი;

говно это !