კობახიძე : “ყველამ დაინახა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”

კობახიძე : “ყველამ დაინახა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველამ დაინახა რეალურად, რომ „გერმანული მოდელი“ არის ცხადად წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არარეალისტურია და მისი განხორციელების რესურსი არ არსებობს.

„რაც შეეხება სკონსტიტუციო ცვლილებებს, ამის თეორიულ შესაძლებლობას, ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს და პრინციპში, ეს თქვეს ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმაც. შესაბამისად, ოპოზიცია გადაერთო გარკვეულ იდეებზე, ოღონდ ეს არ იყო წინადადება, ეს იყო იდეები, რომელიც ერთმანეთთანაც არ ჰქონდათ შეთანხმებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს აქციის ორგანიზატორებს.

ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

სოციალისტი ჯონ გალიფაქსი - ყველაზე უკეთესი პოლიტიკური პარტიაც კი წარმოადგენს თავისებურ შეთქმულებას ერის დანარჩენი ნაწილის მიმართ!
5 წლის უკან
სოციალისტი ტროცკი -ლეიბა ბრონშტეინი - უიმედოა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ შესწევს უნარი აიყოლიოს ბიჭ-ბუჭები (мальчишки)!!!
5 წლის უკან
სოციალისტი მარკ ტვენი -ბოლოს და ბოლოს ყველა პოლიტიკური პარტია კვდება იხრჩობა რა საკუთარ სიცრუეში!
5 წლის უკან
სოციალისტი ჯონატან სვიფტი - პარტია არის მრავალთა სიგიჟე ერთეულების გამორჩენისათვის!
5 წლის უკან