გია ხუხაშვილი: „ხელისუფლება კატა-თაგვობანას თამაშობს

გია ხუხაშვილი: „ხელისუფლება კატა-თაგვობანას თამაშობს"

"ხელისუფლება კატა-თაგვობანას თამაშობს, თავიდან უნდა აიცილოს პასუხისმგებლობა და ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს. ამიტომ მთავარია ოპოზიცია არ წამოეგოს პროვოკაციას და პასუხისმგებლობა თვითონ არ გადმოიბაროს" - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაწყებულ დიალოგს.

"საკითხი ძალიან მარტივად დგას, ან პროპორციული არჩევნები, ან ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც შეესაბამება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მოლაპარკებით, დღეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას.

მაგრამ ფორმატი დადგენილია და ეს თავად ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას. ვფიქრობ, საკმარისი ხალხია ჩართული მოლაპარკების პროცესში, იქ არის ალტერნატიული მოდელის ავტორიც დავით უსუფაშვილი და დამატებით ხალხის ჩართვის აუცილებობას ვერ ვხედავ.

ხელისუფლებას რომელსაც დღეს ძალაუფლების დაკარგვის შიში და ძალიან სუსტი პოზიციები აქვს, მზად არ არის აიღოს პასუხისმგებლობა, ამიტომ კატა-თაგვობანას თამაშობს და ცდილობს, რომ ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს.

ახლა უნდა გამოიკვეთოს სურათი, რომ ხელისუფლება მზად არ არის აიღოს პასუხისმგებლობა, ამიტომ მთავარია ოპოზიცია არ წამოეგოს პროვოკაციას, არ მისცეს საბაბი ხელისუფლებას და პასუხისმგებლობა თვითონ არ გადმოიბაროს.

ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ იმაზე ილაპარკა, რომ "ნაცები" მოდიან, "ნაცები" ცუდები არიან და მე კარგიო. ეტყობა მეტი არაფერზე ფიქრობს, თავისი შიშებით ცხოვრობს ამ წუმპეში და უნდა რომ ჩვენც გვაცხოვროს.

თავი დაგვანებოს, თავისი შიშებით ნუ დაგვღალა. არც ჩვენ არ გვინდა წასრული და აწყმო, გვაქვს მოლოდინი ახალი პოლიტიკური ძალის.

პირველი მცდელობა უკვე არის, მხედველობაში მაქვს, ხაზარაძე, უსუფაშვილი და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანება. ჯერ-ჯერობით სწორი მიმართულებით მიდიან და ხელი უნდა შეუშალონ ხელისუფლების ინიციატივას შუა გაკრიფოს და თავის ბანაკში მოზიდოს პოლიტიკური ძალები, რომ ისევ ორპოლუსიანი სისტემა დარჩეს.

მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწისი და ვნახოთ, შეიძლება სხვა ალტერანტიული პოლიტიკური ცენტრებიც გაჩნდეს. რაც შეეხება მომავალის პროგნოზს, "ოცნება" მონოპოლიას ძალაუფლებაზე ვერ შეინარჩუნებს, კოალიციაში დარჩენის შანსი აქვს, გინდაც პირველ ადგილზე გავიდეს, პარტნიორების მოძიება მაინც მოუწევს. დღევანდელი პოლიტიკური ლანშაფტი არ იქნება საკმარისი ძალაუფლებას დაეპატრონოს," - განაცხადა "მთელ კვირასთან" გია ხუხაშვილმა.