გიგა ბოკერია: ივანიშვილის გუნდს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, საშინლად წვალობენ

გიგა ბოკერია: ივანიშვილის გუნდს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, საშინლად წვალობენ

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასტუმრო "ბილტმორში" განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა.

გიგა ბოკერიას თქმით, ისინი დიალოგის გაგრძელების მომხრეები არიან და ამასთან ერთად იქნება ქუჩის პროტესტიც.

"პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი გავრილოვის ღამისა და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გაადააგდო მთელი საზოგდოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ "პოლიტიკურ წვალებას" და ჩვენ ამ "პოლიტიკურ წვალებას" გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი საკითხი - ე.წ. გერმანული მოდელი და "გავრილოვის ღამის" პატიმრების საქმე განიხილეს.

სოციალისტი კარგი რა გიგა, კარგი რა...! ამდენი უტიფრობა საიდან გაქვს?!
5 წლის უკან