"საქათმე!.. გამოდით, თქვენი დედა..." - საშინელი გინება და შეხლა-შემოხლა ქუთაისში

ქუთაისში „ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ. მათ ოპოზიციის ოფისთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის სრულად განმუხტვა მათაც ვერ მოახერხეს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქიდან კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს. "აიპიენის" ცნობით, ცოტა უფრო ადრე დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ.