საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საქართველოს პარლამენტს საპენსიო სააგენტოს ექვსი თვის ანგარიში წარუდგინა. ლევან სურგულაძემ განაცხადა: " ჩვენ მოვუყევით პარლემნტს გაწეული იმ დიდი სამუშაოს შესახებ, რაც ჩავატარეთ. დაისვა კითხვები, რომელსაც ასევე ვუპასუხეთ ამომწურავად. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა გრძელდება საქართველოში წარმატებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური თვალსაზრისით. ეკონომიკურ ეფექტებს ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში დასოციალური თვალსაზრისით ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში"