“დიდი მადლობა ასეთი ცივილიზებული საქციელისთვის, მადლობა ყველა პოლიციელს ვინც უძლებთ ამდენ შეურაცხყოფას და ზღვარს მაინც არ გადადიხართ… ევროპელებზე უფრო ევროპელი მინისტრი გვყავს ჩვენ!” – ამის შესახებ ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ამასთან გიორგობიანი სოციალური ქსელის მეშვეობით, “ნაციონალური მოძრაობის ” მმართველობის პერიოდში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს იხსნებს:
“დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს. რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?! შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და „ბოჩკები“, უნდათ ჭიდაობა“, – განაცხადა შს მინისტრმა .
ვახტანგ გომელაური – პოლიცია დაიცავს ყველა მოქალაქის, მათ შორის მომიტინგეების უსაფრთხოებას
————————————————————–
აი, ამ ტექსტს ვკითხულობ და მივხვდი როგორ მწარედ გამახსენდა ყველაფერი!!!…
ღირსები ხართ, მოვიდეთ და გველებივით დაგიხეთქოთ თავები!!!
თქვენ გესმით სადამდე არიან გათავხედებულები?!
შესთავაზეს ცივილიზებულად გათბობა და არაო, “მაიდანი” უნდათ და ხელისუფლებაში მობრუნება, გინდაც “პორტთფელების გაყოფა” (ბებიამაგათისამ!) იცით, რომელი რეჟიმის წარმომადგენლებს და მიშათმავალ ხლისტებს აქვს პრეტენზია , აი , 7 ნოემბერს რომ დრინებით გვცემეს მოსახლეობა, თავის, ტელევიზებში და ეკლესიაში შევარდნიანად, მამაოები რომ ეფარებოდნენ ხალხს და მაინც ვერ აგდებინებდნენ ცხოველ სპეც-რაზმელებს ხელიდან ადამიანებს…, მომდევნო აქციაზე რომ უკვე თვალები დათხარეს მომიტინგეებს, დამიზნებით ესროდნენ და რკინის დრინებით სცემდნენ , სპეციალურად ხერხემალში ლეწავდნენ და კიდევ შემდეგ მიტინგზე უამრავი დასახიჩრებულ-დალეწილი, რამდენიმე უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანი .. და ოთხი დაღუპულიდან , ორი რომ სახურავზე შემოგვიყარეს, დენმა დაარტყაო, აი, ამ “თქვენ სისხლს დავლევთ” რომ გვეძახდა ბოკერია და მთელი რუსთავლი მართლა სისხლით მორწყეს, “კარვების ქალაქად არ გადაგაქცევნებთ თბილისსო” – პირდაპირი მნიშვნელობით რომ დაგვარბია უგულავამ, გაქცეულ ხალხს სახლებში უვარდებოდნენ და იქაც გათიშვამდე ურტყამდნენ, “ნულოვანი ტოლერანტობაო”- მიhამ ბრძანა და “ორი გვამიო” ვანო რომ “პოდნოსით” მიართვა — აი, ეს ხალხი დგას დღეს პარლამენტთან და ორი კაცის ასაყვანად სოფელი რომ დაბომბა პირდაპირი მნიშვნელობით, სადაც ბავშვი ჭკუიდან გადასცდა, უდანაშაულო ხალხიც დაიჭრა , სახლები გადაუბუგეს – აი, ამის შემოქმედი ბარამიძე ლაპარაკობს ” ცივი წყლის მისხმის სისასტიკეზე”?! წუწაობა ყოფილა ძალის გადამეტება ამ ბანდერლოგებისთვის, თურმე, ღირსი არ არის სულ გაუბიცა უბაგუნო თავში ?!!!
(ჰო, ბანდერლოგები პირველმა მე დავუძახე ნაცებს, ხლისტებიც, მიhა უნიჭო ნუ მპარავს, თავისები მოიგონოს, თუ მაგარია )
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, ვახტანგ გომელაური, დიდი მადლობა ასეთი ცივილიზებული საქციელისთვის, მადლობა ყველა პოლიციელს ვინც უძლებთ ამდენ შეურაცხყოფას და ზღვარს მაინც არ გადადიხართ… და გმადლობთ, რომ ყოველი შემდგომი დაშლა უფრო სასტიკი და ცხოველური კი არა, პირიქით, უფრო ლმობიერი და უმტკივნეულოა… ჩემი აზრით, ევროპელებზე უფრო ევროპელი მინისტრი გვყავს ჩვენ! შეადარეთ ესპანეთს და საფრანგეთს და მიხვდებით…” – წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
ძალიან ხშირად ვხედავთ ვიდეო-კადრებს, როგორ შლიან გავეშებულ, კოლექტიურ უგონობაში ჩავარდნილ დემონსტრანტებს ევროპაშიც, ამერიკაშიც, აზიაშიც... არსად წამიკითხავს და მომისმენია, პოლიციამ ჯერ გაუთბო წყალი და მერეღა მიასხა - ემანდ, არ გაცივდეთ და სურდო არ აიკიდოთო!..
ნაცების მიერ რუსთაველზე დაყენებული სისხლის გუბეები (სახანძრო მანქანებით მოსარეცხი!) და სახურავზე შემოდებული გვამები არ გაჰკვირვებიათ თავის დროზე ამ ე.წ. "დასავლელ უფლებადამცველებს" და წყლის ჭავლი რომ თბილი არ იყო, ის გაუკვირდათ ახლა!