„ტყუილად საჯარო გამოსვლას ადამიანი არ თანხმდება, თუ მიზანი არ აქვს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, ასეთი მიზანი ჰქონოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს საკუთარი სიმყარის პოზიციის საჩვენებლად, მითუმეტეს საარჩევნოდ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბიძინა ივანიშვილის პირველ საჯარო გამოსვლას, პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ.
"აზრი, რომელიც ბოლო დღეებში ისმის, რომ ივანიშვილი დამთავრდა, ამ ინტერვიუდან არ იკითხება. საერთოდ საჯარო გამოსვლას ადამიანი ტყუილად არ თანხმდება, თუ მიზანი არ აქვს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა მიზანი საკუთარი სიმყარის პოზიციის საჩვენებლად და ალბათ ეს გამიზნული იყო არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზე, არამედ მოსახლეობაზე, მითუმეტეს საარჩევნოდ.
რაც შეეხება ივანიშვილის ინტერვიუს სხვა პასაჟებს, თუნდაც არასმათავრობოების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, არა მგონია, რომ ნაუცბათევად გამოყენებული შემთხვევა იყო. ეს კრიტიკა ივანიშვილმა გამოთქვა მას შემდეგ, რაც შეხვდა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. როცა დროში რაღაც მოვლენები ერთმანეს ემთხვევა, სავარაუდოდ ისინი ერთმანეთთან კავშირშია, მითუმეტეს, რომ აშშ-ში კრიტიკული არიან ლობისტური ორგანიზაციების მიმართ.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ჯერ კიდევ მიდის ბრძოლა, პირველ რიგში ნერვების ბრძოლა, ოპოზიცია აგრძელებს თავის პოზიციას, ბოიკოიტრებას და დიალოგზე არ მიდის. როგორც ჩანს მმართველი გუნდიც საკუთარი პოზიციის სიყარეს აჩვენებს, რაც გამოჩნდა ივანიშვილის ინტერვიუშიც. მოკლედ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.