გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს და ოპერატორებს ბოდიშს უხდის:  „სტრესმა ჩემი ნერვების პატრონსაც დაამჩნია დაღი“

გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს და ოპერატორებს ბოდიშს უხდის:  „სტრესმა ჩემი ნერვების პატრონსაც დაამჩნია დაღი“

მე გადმომცეს, რომ ჩემზე ბიჭები არიან განაწყენებული. ადამიანურად, გულწრფელად გიხდით ბოდიშს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„მე გადმომცეს, რომ ჩემზე ბიჭები [ოპერატორები] არიან განაწყენებული. ადამიანურად, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. ორწლინახევრის სტრესმა ეტყობა ჩემი ნერვების პატრონსაც კი დაამჩნია თავისი დაღი. ამიტომ, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. მესმის, ეს თავის გასამართლებელი არგუმენტი არ არის, ბოდიშს გიხდით და მეორე, ვინმეს რომ ტელეფონი აგეღოთ და დაგერეკათ, შუამავლების გარეშე, ესეც კარგი იქნებოდა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე იმ უცენზურო გამონათქვამების გამო უხდის ბოდიშს, რომელიც მან აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოიყენა, „თავი მიატრიალეთ, კამერები მიატრიალეთ თქვე ჩემისებო".

თამაზი ყლეო კაცო, პოლიციელებს რატომ არ უხდი ბოდიშს, თავში რომ ურტყამდი?
5 წლის უკან
Maverick "ორწლინახევრის სტრესმა ეტყობა ჩემი ნერვების პატრონსაც კი დაამჩნია თავისი დაღი"... სტრესი თუ გაქვს და სამკურნალო ხარ პოლიტიკაში რა გინდა, საავადმყოფოში წადი მიხუის ხელის ბიჭო!...
5 წლის უკან