გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ამნეზია სჭირს

გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ამნეზია სჭირს

ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“-თან საუბარში ბიძინა ივანიშვილს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს პოლიტიკური ამნეზია სჭირს.

“როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ამნეზია აქვს. მეტსაც გეტყვით - “ქართულ ოცნებას“ არცერთი სერიოზული დაპირება არ შეუსრულებია. “ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულად რა პირობა დადო და რა შეასრულა?! ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს თავდაყირა აყენებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “SWOT ანალიზში“ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ყველა “სერიოზული“ დაპირების შესრულება შეძლო.

"ქსრთული ოცნების" შესრულებულ დაპირებათა შორისაა სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა; ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების განახევრება; 100 ქარხნის შექმნა; მოსახლეობის სული ინტერნეტიზაცია და ა.შ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ხალხისთვის მიცემული პირობა, 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, არ შეასრულა.