“ოე! -“ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას!” – ნახავთ ცოტა ხანში “ხალხი” რასაც ნიშნავს რეალურად!”

“ოე! -“ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას!” – ნახავთ ცოტა ხანში “ხალხი” რასაც ნიშნავს რეალურად!”

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან შეიკრიბნენ, რათა კარზე ბოქლომები დაედოთ. საპროტესტო ფორმას ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ოე! “ნ ა ც ე ბ ო”! და ამ დიშლა “ნაცებს” მიწეპებულო “ნაციარვარმაგრამ”-ტიპის შიბლებო და სხვანო! “ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას!” და ნელ-ნელა იქოქება ხალხი მგონი!

ნახავთ ცოტა ხანში “ხალხი” რასაც ნიშნავს რეალურად! ჩემი თუ არ გჯერათ, “ბიძია – ბაბუას” დაუჯერეთ!” – წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაბოქლომება ვერ მოხერხდა. დაპირისპირება ქუთაისის მაჟოროტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროს “დაბოქლომების” მცდელობას მოჰყვა.

საკრებულოს დეპუტატებმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ოპოზიციის დეპუტატებს ბიუროს დაბოქლომების უფლება არ მისცეს. მათი თქმით, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას არ დაუშვებენ.

“მეცოცხეებო ვერ დაბრუნდებით” – აცხადებდნენ “ოცნების” მხარდამჭერები.