ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ  სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის 14 სკოლის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები სიგელებითა და წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.აღნიშნულ ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უკვე მე-6 წელია ატარებს. “ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ მათ სწავლა-განათლებას და მათი მიღწევები წავახალისოთ. აღნიშნული ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა რაიონში და მას ბავშვები სიხარულით ელოდებიან“,-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. ჩუღურეთის რაიონის წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.