მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, სამი ნიღბიანი მძარცველი მსოფლიო პატრიარქის სახლში შეიჭრა, როდესაც სახლში მხოლოდ მოახლე ქალი იმყოფებოდა. ინციდენტი 16 ნოემბერს მოხდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველებს არაფერი წაუღიათ.

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია, თუ როგორ შეძლეს მძარცველებმა სახლში ისე შეღწევა, რომ ისინი დაცვის სამსახურს არ შეუმჩნევია.

 

 

Goliaff ქურდი ისეთს ჰპარავს ვისაც "მოპარვით" აქვს ნაშოვნი, რადგან იცის "დაზარალებული" არსად იტყვის სინამდვილეში რამდენი წაიღეს :)
5 წლის უკან