მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პოზიცია გაჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პრესსპიკერის თანამდებობას შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ორაკლი ჩიქოვანი.
„ეს გახლავთ ახალი პოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციას, ჩვენს მოქალაქეებსა და მედიას შორის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას“, – აღნიშნა გახარიამ.