ირაკლი ლატარია: „იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

ირაკლი ლატარია: „იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

ექსპერტი ირაკლი ლატარია მიიჩნევს, რომ საინტერესოა მოსახლეობის აზრი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის ხვალ, ზეგ და მაზეგ უფრო მომგებიანი და მათთვის უფრო მისაღები" - აცხადებს  ირაკლი ლატარია.

მისი თქმით, ნებისმიერ მაჟორიტარს, პიროვნულად მას თუ პარტიას, ამომრჩეველი ირჩევს.

„ნებისმიერი საკითხი შეიძლება იქნას განხილული და ყველაზე მთავარი - ნებისმიერ მაჟორიტარს, პიროვნულად მას თუ პარტიას, ამომრჩეველი ირჩევს. იქნებ ყველას ერთად დაგვესვა ეს კითხვები ამომრჩევლებისთვის - რა იქნება მათთვის უფრო მისაღები და დაგვერწმუნებინა მოსახლეობა, თქვას, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის ხვალ, ზეგ და მაზეგ უფრო მომგებიანი" - აცხადებს ირაკლი ლატარია.

 

 

სოციალისტი აბა მაგას არ გავიძახი კარგა ხანია?! გვკითხეთ კაცო, გვკითხეთ?! თუ საჭირო ვართ, ჩვენი ხმა დ აზრი თუა საჭირო ქვეყნის მმართველობის უმაღლესი ორგანოს ასარჩევად, გვკითხეთ როგორი არჩევნები გვინდა?! გვინდა კისაერთოდ ეს გაკოტრებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყანაში საზოგადოების ერთიანობას ანგრევს, ქიშპი, შუღლი, არეულობა, ხან ერთი პარტია აწყობს აქციებს არა მე უნდა ვიყო ხელისუფლებაშიო და ხან მეორე. არ იქნა რუსთაველზე მონღოლ-თათრების შთამომავალთა კარვების აყრა, ვერ მოხერხდა! ზოგიერთმა ტვინგამხმარმა უკვე პროფესიად გაიხადა მომიტინგეობა! არ გვინდა ამდენი დაპირისპირება, არა! თუ თავის იმედი აქვს იყაროს პარტიაში მოღვაწე ფუნქციონერებმა პიროვნულად კენჭი და თუ მოხვდა პარლამენტში გაატაროს საკუთარი პარტიის იდები. თუ არა და ვიღაც ორთქმავალზე ჩაბმული მეცამეტე ვაგონივით რატომ უნდა შეიზლაზნოს პარლამენტში?! ვაა... ? ამაზე მარტივი და მისაღები რა უნდა იყოს?!
4 წლის უკან
tngh გეთანხმებით!!! ეს საკითხი პლებისციტიტ უნდა გადაწყდეს, და არა ბოქლომების დაკიდებით.
4 წლის უკან