ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტართა ჯგუფის ინიციატივაზე:  „თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ

ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტართა ჯგუფის ინიციატივაზე:  „თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ"

„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ" - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

მისი თქმით, სხვადასხვანაირი სისტემები ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოშია.

„ზოგ ქვეყანაში არის შერეული სისტემა, ზოგში  პროპორციული. მაგალითად მაჟორიტარული სისტემა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენც დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივის განხილვაც მოხდეს და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. საინტერესო ინიციატივაა, რატომაც არა"-  აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

Maverick თუ გვსურს დავამთავროთ პარტიების დიქტატურა და პარტოკრატების კორუფცია, მხარი უნდა დავუჭიროთვ მაჟორიტარულ წესით არჩევნებს.
4 წლის უკან
trampi კიდევ ვიმეორებ
როდის ყოფილა ან სად გაგიგით, რომ დამპყრობელმა დაპყრობილ ქვეყანას დაპყრობილი ქვეყნისთვის სასარგებლო კანონმდებლობა დაუწეროს??
ეს პარტიული პარლამენტი თუ კარგია რატომ თვითონ ამერიკელებს არა აააქვთ??
ასე გვიწერდნენ კანონებს
ბიზანტიელები
თურქმენები
არაბები
მონგოლები
სპარსელები
რუსები....კომუნისტები
ეხლა ამერიკელები
ქართული კანონმდებლობა სადააა სად ??
4 წლის უკან