მანჩო გიორგობიანი : “ეს კაცისმაგვარი… – და ამას უნდოდა ქვეყნის პრეზიდენტობა?!” (ვიდეო)

მანჩო გიორგობიანი : “ეს კაცისმაგვარი… – და ამას უნდოდა ქვეყნის პრეზიდენტობა?!” (ვიდეო)

18 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს გზის ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა.

„გამატარე, კაცო, ჩემს ქალაქში ვარ. გამატარე, რა. ჩემს ქალაქში ვარ, ბიჭო. ჩემს ქალაქში ვარ, რას აკეთებ, ნორმალური ხარ?“, – ასე მიმართა გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს, ამის შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გრიგოლ ვაშაძის აგრესიულ ქმედებას ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“და ამას უნდოდა ქვეყნის პრეზიდენტობა?!

ან როგორ ექცევა ლამის შვილის ტოლს და მით უმეტეს სამართალდამცავს, რომელმაც მომავალში ჩვენი და ჩვენი შვილების მშვიდი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად…

ეს კაცისმაგვარი რა მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას?!” – წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

.