გიგი უგულავა: ,,ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით

გიგი უგულავა: ,,ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით"

აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან. ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავამ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განუცხადა.

როგორც უგულავა აცხადებს, სამშაბათს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

„არავის არ უთქვამს, რომ ერთი აქცია იქნება. აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან და პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილს და მის მთავრობას საშუალება არ მივცეთ მოაჩვენონ საზოგადოებას თავი თითქოს მუშაობენ. ისინი არაფერს აკეთებენ, არაფერს ქმნიან, მავნებლობენ, მაგრამ პოზა აქვთ ასეთი, რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. არც 20 ივნისის დარბევა მომხდარა, არც გავრილოვი მჯდარა იმ სკამში, არც ადამიანებს დასთხრიათ თვალები და შემდეგ თურმე ივანიშვილიც მოგვეჩვენა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს გვპირდებოდა. ორშაბათს საღამოს შევიკრიბებით პარლამენტთან, ღამე დავრჩებით და მეორე დღეს პიკეტირებას მოვახდენთ. გამოიყვანენ სპეცრაზმს? კი, ბატონო. ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით, თუ ამას მართვა ჰქვია. ძალიან მალე თითოეული მათგანი დაინახავს, რომ ქვეყანა ასე ვერ გააგრძელებს არსებობას და პროპორციულ არჩევნებამდე მივალთ", - განაცხადა უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, „პროკურატურა გვამებით მოვაჭრეთა კავშირს დაემსგავსა".

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს და შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდეს.

 

 

სოციალისტი გიგი ბავშვობაში ზოგ მამლაყინწა ბიჭს ჩხუბის წიინ ვაფრთხილებდით, აბა დაფიქრდი, გული ხომ არ გატყუებსო?! იცი კი ვის ეჭიმები?! შენს საქციელს რომ ვუყურებ ტელევიზორში, ვხვდები რომ გული გატყუებს!!! უბრალოდ ბატონი ივანიშვილი ძალიან კეთილი ადამიანია და ჯერ ვერ გიმეტებს, ან კიდევ საერთოდ არაფრად გაგდებს!
4 წლის უკან