ჟორიკა რურუას ინტერესებს ნიკა გვარამია იცავს

ჟორიკა რურუას ინტერესებს ნიკა გვარამია იცავს

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე იყო დანიშნული. სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.

"მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი "მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა.

გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.