ნიკა გვარამიაში პროკურორის სულმა გაიღვიძა – ყველა ციხეში ვინც გვარამიას არ მოსწონს

ნიკა გვარამიაში პროკურორის სულმა გაიღვიძა – ყველა ციხეში ვინც გვარამიას არ მოსწონს

ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის შემდეგ, ყველა იმ ადამიანის დაჭერაზე ოცნებობს ვინც არ მოსწონს. ამჯერად გვარამია მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს ემუქრება:

“მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს, სრულიად შეგნებულად, საათების განმავლობაში, დაუსაბუთებლად დაკავებული ყავდა პატიმრები. მაქსიმუმ 12 საათისთვის, ზუსტად იცოდა, რომ ვერ მოასწრებდა დაწყებული საქმეების დასრულებასაც კი, არა თუ, დაუწყებელი პროცესების. მაგრამ არა – ღამის 2 საათზე დაიწყო დღეისთვისვე პროცესების გადადება 5 წუთიანი შუალედით, ნაცვლად სამუშაო დღის დასრულებისთანავე (საღამოს რვაზე), ყველას სახლში გაშვების და პროცესების ნორმალური გრაფიკით გადანიშვნის.

ეს არის უკანონობაც, სადიზმიც და ანტიჰუმანურობაც. ასეთების ადგილი სასამართლო დარბაზებში ნამდვილად არის, ოღონდ არა მოსამართლის სავარძელში, არამედ განსასჯელის სკამზე.” – წერს გვარამია საკუთარ ფეისბუქზე

tngh ამათ, რომ ხელისუფლება მისცე, ყველა ქალაქში "გელიოტინას" დადგავენ...
4 წლის უკან