ბაკურ სვანიძე: “აი, იმ დამპლების საყურადღებოდ, ვინც ოდნავ მაინც ადარებთ დღევანდელი “სპეცრაზმის” მოქმედებებს 2007 წელს…”

ბაკურ სვანიძე: “აი, იმ დამპლების საყურადღებოდ, ვინც ოდნავ მაინც ადარებთ დღევანდელი “სპეცრაზმის” მოქმედებებს 2007 წელს…”

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“აი, იმ დამპლების საყურადღებოდ, ვინც ოდნავ მაინც ადარებთ დღევანდელი “სპეცრაზმის” მოქმედებებს 2007 წელს – ერთი მითხარით რა, პოლიციის სპეცაღჭურვილობის რომელ ჩამონათვალშია ამსიგრძე გათლილი ხის ჯოხი?” – წერს სვანიძე და ურთავს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის ამსახველ ფოტომასალას.

რეზინის ტყვიები, მხუთავი ცრემლმდენი გაზი, რასაც წვიმა კიდევ უფრო ამძაფრებდა, გუგუნი, ხელკეტებისა და ღრიალის ხმა, სასტიკად ნაცემი ადამიანები და მავანთა სიხარულის ყიჟინა, დარბეული ტელევიზია და საგანგებო მდგომარეობით ჩახშული მედია – ეს ყველაფერი 2007 წლის 7 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ განხორციელდა.

ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქციების ძირითად მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო. სექტემბერში დაწყებული გამოსვლების შემდედ, 7 ნოემბრის გამთენიისას, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებში გადაცმულმა სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მოშიმშილე პროტესტანტები დაარბიეს.

მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რიცხვმა იმატა. ხელისუფლებამ ხალხის დასაშლელად მხუთავი ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, როგორც შემდეგ აღინიშნა, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. მხუთავი და ცრემლმდენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებშიც გაუშვეს, რის გამოც მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებნიც მოიწამლნენ.

რუსთაველზე დარბეული მომიტინგეების ნაწილმა რიყეზე გადაინაცვლა. ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შედეგად, რიყეზე ათასობით ადამინი გავიდა. სპეცრაზმელებმა და სამხედროებმა ხალხი რიყეზეც დაარბიეს.

რიყეზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კავშირს ამტკიცებდა. რუსეთის აგენტებად დასახელდნენ ლევან ბერძენიშვილი, შალვა ნათელაშვილი, გოგა ხაინდრავა და კონსტანტინე გამსახურდია.

დღის ბოლოს ბადრი პატარკაციშვილის განცხადება გავრცელდა, რომელშიც პატარკაციშვილმა მომხდარი ბოლშევიკური პუტჩს შეადარა. პატარკაციშვილის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელისუფლების დამხობის პირდაპირ მოწოდებად შეაფასეს.

მთელი დღის განმავლობაში, თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს ტელეკომპანია „იმედი უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა. საღამოს, დაახლოებით 9 საათზე კი, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეიმედში შეიჭრა, პირდაპირი ეთერი გაითიშა…

სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი იქაც გამოიყენა. „იმედის შემდეგ მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია კავკასიამაც.

იმავე საღამოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა…