გაბრიჭიძე: ბარემ რომანა გოცირიძესაც დააბრალეთ ტოჩინოშინსაც მოერიაო – რატომ “ტენით” ამ გაჭირვებულებს – 5500 გულანთებული ქართველი მოიყვანესო? 

გაბრიჭიძე: ბარემ რომანა გოცირიძესაც დააბრალეთ ტოჩინოშინსაც მოერიაო – რატომ “ტენით” ამ გაჭირვებულებს – 5500 გულანთებული ქართველი მოიყვანესო? 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების შესახებ წერს:

“ჯულიეტოვნა რომ ჯულიეტოვნაა, იმანაც თქვა ამ “გაერთიანებულ ოპოზიციაზე” (ფხუკ რა ვქნა, ეს 30 “პოლიტიკური ძალის” გაერთიანება რომ მესმის, მაგრად მეცინება) არაფრის მაქნისები არიანო და რატომ “ტენით” ამ გაჭირვებულებს – 5500 გულანთებული ქართველი მოიყვანესო?

ბარემ რომანა გოცირიძესაც დააბრალეთ ტოჩინოშინსაც მოერიაო და ტაშიიი.

ახლა კი სერიოზულად – ხალხმა კარგად დაინახა ვის რისი თავი აქვს.

დაინახა და ეს ბრეჟნევის დროინდელი მიწერების ბუღალტერია აღარ ჭრის.

8000 კაცი რესპუბლიკის მოედანზე და 3000 გამვლელი პარლამენტის წინ, სხვადასხვა მოცემულობაა

გვითხარით ბატონო და თუ იქ, დასავლეთში რიცხვები 32 და 5500 რამე ხეირს გაძლევთ და ერთ-ორ კაპეიკს გაშონიებთ, აგერ ვარ. NDI თუ მკითხავს, ვინ მამაძალი, მეც დავუდასტურებ  მაგრამ აქ, საქართველოში ვერავის მოატყუებთ.” – წერს გაბრიჭიძე