პარასკევიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა - ღამით მოსალოდნელია ყინვაც

პარასკევიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა - ღამით მოსალოდნელია ყინვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

„21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. ღამით მოსალოდნელია ყინვაც.

თბილისში, 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცივი ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება.