ქირურგი გოგი მაღალაშვილი პაციენტის ცოლმა და ახლობლებმა სცემეს - ინცინდენტის მიზეზი ცნობილია

ქირურგი გოგი მაღალაშვილი პაციენტის ცოლმა და ახლობლებმა სცემეს - ინცინდენტის მიზეზი ცნობილია

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  ცნობილი ქირურგის, გიორგი (გოგი) მაღალაშვილის პაციენტმა, რომელსაც ნეიროქირურგმა ოპერაცია გაუკეთა, ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა.

საავადმყოფოში პაციენტის ცოლი და ოჯახის ახლობლები შეიჭრნენ და ექიმს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, პაციენტი ამჟამად უკვე გამოსულია ნარკოზიდან და ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

ექიმის ცემის ფაქტს შსს ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. პრაიმტაიმი