ჩუგოშვილი: უმრავლესობის სხდომებზე გვქონდა საუბარი, რომ თუ ეს ჩავარდება, მოჰყვება მძიმე შედეგები

ჩუგოშვილი: უმრავლესობის სხდომებზე გვქონდა საუბარი, რომ თუ ეს ჩავარდება, მოჰყვება მძიმე შედეგები

მართველი გუნდის ყოფილ წევრს თამარ ჩუგოშვილს ბოლო წამამდე ჰქონდა იმედი რომ, მიიღებდნენ კონსტიტუციური ცვლილების პროექტს.

“სამშაბათს ეჭვი გაჩნდა უმრავლესობაში, მათ შორის ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან - რამე ხომ არ ხდება. ამის მერე ჩატარდა ორი უმრავლესობის სხდომა, ორივე სხდომაზე, სადაც  გვქონდა საუბარი, რომ თუ ეს ჩავარდება, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები. ბოლო წამამდე მქონდა იმედი, მჯეროდა რომ, მიიღებდნენ კონსტიტუციური ცვლილების პროექტს”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.