უბედური შემთხვევა: ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი უცხოეთში მოულოდნელად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა: ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი უცხოეთში მოულოდნელად გარდაიცვალა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი 39 წლის ასაკში, ნიუ იორკში, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიქიაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა.