თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. როგორც "რეზონანსის" კორესპონდენტი საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, ამ ეტაპზე დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა 18 ნოემბრის აქციის 6 მონაწილის საქმის განხილვა სასამართლოში ხვალ განახლდება.
მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, მაგრამ მათი საქმის განხილვა ხვალ გაგრძელდება.
საქმის განხილვა 20 ნოემბრის, 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.