სასამართლოს ეზოში მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

სასამართლოს ეზოში მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

ცეცხლის წაკიდების საშუალება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს და მამაკაცი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, მამაკაცი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, მათი მოძრაობის წევრია.

„ეს იყო ხელისუფლების მიმართ ერთგვარი პროტესტის გამოხატულება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ამ ბოლო პერიოდში აქვს ადგილი”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

Katana . რომელი "ბოლო დროს შექმნილი ვითარებაა" ისეთი, თავის დაწვა რომ შველის?!
90-ებში ერთმა კარგმა ახალგაზრდამ რომ თავი დაიწვა - დაე, მე ვიყო ბოლო მსხვერპლი და შეწყდეს ქართველებს შორის დაპირისპირებაო... რამდენ ახსოვს დღეს მისი სახელი? ალბათ, ძალიან ცოტას (ახალი თაობიდან - არავის!) - გია აბესაძე! ღმერთმა აცხონოს, მაგრამ შედეგი? - 0! - სწორედ ამის შემდეგ გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი, დავხოცეთ ერთმანეთი და დედა ვუტირეთ სამშობლოს!
გუშინ კიდევ ვიღაც პოეტი გაწოლილა მომავალი სპეცნაზის წინ გარდიგარდმო და მთელ რაზმს გადაუვლია ზედ...
ახლა ეს აპირებდა თურმე თავის დაწვას...
თქვა ოტია იოსელიანმა, რაცა გვჭირს!
ეგ არის მიზეზი.
4 წლის უკან