შოთა დიღმელაშვილი: 25 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციისთვის ვემზადებით, პარლამენტის პიკეტირებას კვლავ მოვახდენთ

შოთა დიღმელაშვილი: 25 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციისთვის ვემზადებით, პარლამენტის პიკეტირებას კვლავ მოვახდენთ

ორშაბათს, 25 ნოემბერს,  19:00 საათზე, აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო,-ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიღმელაშვილი მასშტაბურ აქციებს და პიკეტირების გაგრძელებას აანონსებს.

„მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ , ჩვენვე შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლიტურად ზის კონსტიტუციაში.

ჩვენ პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად უზრუნველვყოფთ . ხომ დაგვშალეთ გუშინ , ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება და თუ დეპუტატებს მოუნდებათ იქ შესვლა , ჯერ ქართველი პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“,-განაცხადა დიღმელაშვილმა.

აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი დღეს ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ განაცხადებენ.

პარლამენტის შენობის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია ცოტახნის წინ განახლდა. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან.

Katana . ჰო, ეგრე გააგრძელეთ! - რაღა დარჩა 2024 წლამდე!..
აი, ყინვების დროს ცივი შხაპის მოსურნე რამდენი იქნება თქვენს გვერდით, ეს კია ცოტა დამაფიქრებელი...
4 წლის უკან